გიორგი ჭანტურიასთვის შეფარდებული პატიმრობა დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიასთვის შეფარდებული პატიმრობა დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჭანტურიას ადვოკატმა ანა კეკენაძემ განუცხადა, ჭანტურიასთავის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების განჩნება სამარცხვინოა და დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მისივე თქმით, მოსამართლეს არც ერთი საფრთხე, რის გამოც მკაცრი აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა, მტკიცებულებებით არ აქვს გამყარებული.

„რუსთავის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა სამარცხვინო და ისეთი გადაწყვეტილება, რაც არის მაგალითი იმისა, როგორი არ უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით განჩინება. იმ საფრთხეებიდან, რომელიც აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი უნდა იყოს, არც ერთ საფრთხეზე, არც ერთი საფუძველი არ აქვს მოსამართლეს გამყარებული არანაირი მტკიცებულებით. მიმალვის საფრთხეზე პროკურატურის პოზიციას საერთოდ არ დაეთანხმა, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კი მხოლოდ ორი სიტყვით შეაფასა - ეთანხმება პროკურატურის პოზიციას. რატომ ეთანხმება, რა მტკიცებულებეზე დაყრდნობით ეთანხმება, არავითარი სამართლებრივი არგუმენტაცია ამაზე არ აქვს მოყვანილი“, - განაცხადა ანა კეკენაძემ.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 10 აგვისტოს შეუფარდა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს