გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იწყება

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2018 წლის 18 აგვისტოდან დაიწყება.როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, განსაზღვრულია 2018-2019 წლების ნადირობის სეზონისთვის ნადირობისათვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით.

უწყების განცხადებით, 2018-2019 წლების სანადირო სეზონისთვის ფრინველებზე ჩიბუხა, მწყერი, ქედანი, გარეული მტრედი, გულიო (გვიძინი), ჩვეულებრივი გვრიტი, ღალღა და ჩიბუხელა (გარშნეპი) ახალქალაქის, ახალციხის, ნინოწმინდის, წალკის, დმანისის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ნადირობა ნებადართულია 2018 წლის 1-ელი სექტემბრიდან 15 თებერვლამდე.

მათივე განმარტებით, ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია