საკრებულოს წევრი გიორგი დოხტურიშვილი სამგორის გამგებელთან ერთად მოსახლეობას შეხვდა

თბილისის საკრებულოს წევრმა, მესამე მასივის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა, სამგორის რაიონის გამგებელ კახაბერ გულედანთან ერთად, ზემო პლატოს 40-ე, კალოუბნის N36ა-38-ე, VI კვ 7-13 კორპუსებთან და 176-ე საჯარო სკოლასთან მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, აღნიშნულ მისამართებზე გამოიცვალა წყალარინების ქსელი, ამჟამად კი ტროტუარების და ბორდიურების მოწყობა და ახალი ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

„მესამე მასივში ვხვდებით მოსახლეობას, ვეცნობით მათ საჭიროებებს, ასევე მიმდინარეობს იმ სამუშაოების მონიტორინგი, რომელსაც რაიონული გამგეობა ახორციელებს. მიმდინარე საგზაო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება“, - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა