დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევები დროულად ჩაიტარონ, რადგან „უსასრულოდ ასე არ გაგრძელდება"

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს C ჰეპატიტის გამოკვლევები დროულად ჩაიტარონ, რადგან ამ ეტაპზე უფასოა, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ „უსასრულოდ ასე არ გაგრძელდება".

„C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაში ჩვენ შემდეგი ეტაპის დიაგნოსტიკის დაფინანსებას დავიწყებთ მოსახლეობისთვის, ეს არის გენეტიკური კვლევა, რომელიც 140 ლარი ჯდებოდა. ეს 140 ლარი აღარ დაეხარჯება მოსახლეობას.

მინდა ვუთხრა ყველას გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი, რომელიც უსასრულოდ არ გაგრძელდება“,- განაცხადა სერგეენკომ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა