წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩასახლებულმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩასახლებულმა მოსახლეობამ, სოფელ ხარებაში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ცენტრალური ხელისუფლებისგან წალკაში საცხოვრებელი სახლების შეძენას და მათთვის საკუთრებაში გადაცემას მოითხოვენ. როგორც სოფელ ხარების ცენტრში შეკრებილები აცხადებდნენ, წლების წინ წალკიდან საბერძნეთში ემიგრირებული ბერძნები უკან ბრუნდებიან და ეკომიგრანტებს დაკავებული სახლებიდან გამოსახლების საფრთხე შეექმნათ.

ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავენ და პრობლემის გადაჭრას კატეგორიულად მოითხოვენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება მათთვის საცხოვრებელ სახლებს არ გამოისყიდის ბერძნებისგან, მაშინ იაფი კრედიტით ან სამშენებლო მასალით მაინც დაეხმაროს, რომ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე სახლი საკუთარი ძალებით ააშენონ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია