სპეციალური პენიტენციური სამსახური აუდიტის დასკვნას ეხმაურება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ შეამცირა, როგორც მომუშავეთა რიცხოვნება, ასევე გასაცემლების ბიუჯეტი, – ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში, რომელიც სასჯელაღსრულების და პრობაციის უკვე ყოფილ სამინისტროსთან დაკავშირებით აუდიტის დაკსვნას ეხება.

„2017 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საშტატო ნუსხაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირდა 452 ერთეულით და შეადგინა 4135 ერთეული.

სამინისტროში ბოლო წლების განმავლობაში ფიქსირდება პრემია-დანამატების შემცირების ტენდენციაც. მაგალითად, თუ 2016 წელს გაცემული პრემია შეადგენდა 2 794 875 ლარს, დანამატი - 6 392 974 ლარს, ხოლო 2017 წელს გაცემული პრემია შეადგენდა - 2 096 033 ლარს და დანამატი - 6 109 032 ლარს, ანუ ჯამში 2017 წელს გაცემულია 982 784 ლარით ნაკლები პრემია-დანამატი“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს