ადვოკატი - გაუგებარია, რატომ იკითხება მალხაზ მაჩალიკაშვილი ახლა, როდესაც კონკრეტული პირების მიმართ საქმე სასამართლოში უკვე დასრულებულია

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე საუბრობდა რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული რამაზ მარგოშვილი იყო მისი მეზობელი. ასევე ბორზიევთან და ახმადოვთან ჰქონდა გარკვეული ნაცნობობა, თუმცა მათ ხეობაში სხვა სახელით იცნობდნენ, -ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა სუს-ში გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატ ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, საქმე ეხება ტერორიზმის მხარდაჭერაზე დაწყებულ გამოძიებას. ადვოკატი მიიჩნევს, რომ მათთვის გაუგებარია თუ რატომ იკითხება მალხაზ მაჩალიკაშვილი ახლა, როდესაც საქმე სასამართლოში კონკრეტული პირების მიმართ უკვე დასრულებულია.

"დღეს კიდევ ერთხელ დაიკითხება მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. წინა გამოკითხვაზე საგამოძიებო უწყების მხრიდან კითხვები შეეხებოდა უკვე მსჯავრდებულ პირებთან კომუნიკაციას და ურთიერთობას. მაშინ გამომძიებლებმა თქვეს, რომ კიდევ ჰქონდათ კითხვები, თუმცა რა ტიპის კითხვებია, ეს არ ვიცით. მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების დაწყების ეტაპიდანვე საუბრობდა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული რამაზ მარგოშვილი იყო მისი მეზობელი. ასევე ბორზიევთან და ახმადოვთან ჰქონდა გარკვეული ნაცნობობა, თუმცა მათ ხეობაში სხვა სახელით იცნობდნენ.

რაც შეეხება პოზიციას საგამოძიებო ორგანოს ვკითხეთ თუ რატომ გახდა ახლა საჭირო გამოკითხვა მაჩალიკაშვილის. მათ სამართლებრივი პასუხი არ გაუციათ და თქვეს, რომ გამოძიება გრძელდება", - განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა