აბიტურიენტების თქმით, განათლების მინისტრთან გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და მისი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე იმ აბიტურიენტებს შეხვდნენ , რომლებსაც უნივერსიტეტების ჩამონთვალში პრიორიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ჰქონდათ მინიჭებული.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს აბიტურიენტებმა განუცხადეს, ისინი შეხვედრით ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, რადგან მათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩაბარება სურდათ, თუმცა გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება შედგა. კერძოდ, აბიტურიენტ თამარ ციმაკურიძის თქმით, მინისტრმა და მისმა მოადგილემ აბიტურიენტებს განუცხადეს, რომ უნივერსიტეტში აბიტურიენტების ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ უნივერსიტეტებში გამოცხადდება მობილობა და ისინი სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევას შეძლებენ.

“მე არჩეული მქონდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. შევხვდით მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს, მათ აგვიხსნეს, რომ ის, რომ ჩვენ პირველ არჩევნად დღემდე გვიწერია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მოუხედავად იმისა, რომ ამ არჩევანს ვეღარ შევცვლით, დღის ბოლომდე გვაქვს არჩევანის შეცვლის უფლება. ჩვენ პრობლემა არ გვექნება, შეგვიძლია, პირველ არჩევნად თავისუფლად ჩავწეროთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. თუ დავუშვათ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეს ავტორიზაცია არ აღუდგება, ჩვენი მობილობა მოხდება ანუ სხვა უნივერსიტეტში გადასვლა შეგვიძლია, ამიტომ ის ბავშვები, რომლებსაც პირველ ნომრად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გვქონდა არჩეული, არ ვცვლით არჩევანს და ამ უნივერსიტეტს ვტოვებთ. ისინი გამოაცხადებენ მობილობას, სთხოვენ უნივერსიტეტს, რომ ადგილები გამოაცხადონ იმ ფაკულტეტებზე, რომლებზეც ჩვენ გვინდა და შემდეგ ჩვენ შეგვიძლია, ის უნივერსიტეტი ავირჩიოთ, რომელიც გვინდა”, - აღნიშნა თამარ ციმაკურიძემ.

მისივე თქმით, მიღებული სახელმწიფო გრანტი მათ მობილობის შემთხვევაში სხვა უნივერსიტეტშიც შეუნარჩუნდებათ, თუმცა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მიღებული შიდა დაფინანსების შენარჩუნება არ მოხდება. “ადამიანს, რომელსაც ძალიან მინდოდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოხვედრა და ამ უნივერსიტეტზე თავიდანვე ვიყავი ორიენტირებული, შეხვედრის შედეგები ნაკლებად მაკმაყოფილებს, თუმცა გარეთ არ დავრჩებით და მიუხედავად ყველაფრისა, სტუდენტები ვხდებით. შეიძლება წელს ვერ, მაგრამ მომავალ წელს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გადავალთ”,- აღნიშნა მან.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს