ალექსანდრე თევზაძე - ვიმუშავებთ უნივერსიტეტებთან, რათა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისთვის დამატებითი ადგილები გამოცხადდეს

განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, უწყება იმუშავებს უნივერსიტეტებთან, რათა მათ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც სწავლის დაწყება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურდათ, დამატებითი ადგილები გამოცხადდეს, - ამის შესახებ ალექსანდრე თევზაძემ ჟურნალისტებს აბიტურიენტებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„აბიტურიენტებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა, ჩვენ განათლების იმ შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ. ის სტუდენტები, რომლებიც შავი ზღვის საერთაშორისო ან ევროპის უნივერსიტეტში უნდა მოხვედრილიყვნენ (ეს არის ორი უნივერსიტეტი, რომელთაც აკრედიტაციის საბჭომ სტუდენტების მიღება შეუზღუდა), შეძლებენ არაგეგმური მობილობის მექანიზმით სარგებლობას. ჩვენ განვმარტეთ, რომ ვიმუშავებთ უნივერსიტეტებთან იმისთვის, რომ მათ ამ ახალგაზრდებისთვის დამატებითი ადგილები გამოაცხადონ. ვისაუბრეთ, თუ რომელ სტუდენტს რა მიმართულება აინტერესებს, როგორ გეგმავენ განათლების მიღებას, რა სპეციალობები უნდათ, რომელი სხვა უნივერსიტეტები აინტერესებთ და მინისტრი დაჰპირდა, რომ ვიმუშავებთ ყველა უნივერსიტეტთან იმისთვის, რომ ყველა ახალგაზრდას ინტერესი დავაკმაყოფილოთ”,- აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ აბიტურიენტებისთვის დამატებით ადგილებს არამხოლოდ კერძო, არამედ სახელმწიფო უნივერსიტეტებიც გამოაცხადებენ. “ჩვენ შევეცდებით, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად შევთავაზოთ განათლების თავსებადი პროგრამა, მათ იმ სპეციალობითა და დაახლოებით იმ მიმართულებით ისწავლონ, რომლითაც გეგმავენ. მნიშვნელობა არ აქვს ახალგაზრდას პირველ ადგილზე ეწერა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მეორეზე თუ რომელ ადგილზე, თუ კონკურსის შედეგად ის მოხვდა ამ ვირტუალურ ადგილებზე, სადაც მიღება შეზღუდულია, ჩვენ ამ სტუდენტების ჩარიცხვაზე არაგეგმური მექანიზმებით ვიზრუნებთ”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და მის მოადგილე ალექსანდრე თევზაძესთან იმ აბიტურიენტების შეხვედრა გაიმართა, რომელთაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვა სურთ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა. როგორც აბიტურიენტებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუმარტეს, სხვადასხვა უნივერსიტეტში მათი მობილობის შესახებ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა