„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს, დღეს, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 აგვისტოს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1584 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში: მჭადიჯვარი, ქვიტკირი, შუახევი, ჩირდილელიანი და მიმდებარე სოფლებში; 10:00 საათიდან 18:00 საათამდე 760 აბონენტს – მცხეთის რაიონის სოფლებში: ნაფეტვრები, მუხათწყარო, აგარაკი, თხინვალა და მიმდებარე სოფლებში; 10:30 საათიდან 13:00 საათამდე – 1512 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფელებში: ტუშურები, ზარიძეები, საკრეჭიო, თოლენჯი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა