ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის წევრები სკოლების დირექტორებს ხვდებიან

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები თბილისის 30 საჯარო სკოლის დირექტორს პარლამენტში ხვდებიან. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა განუცხადა, შეხვედრის მთავარი თემაა სკოლებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

„მოგეხსენებათ, რომ საგამოძიებო კომისია განიხილავს სკოლის უსაფრთხოების საკითხებს, უნდა დაიდოს დასკვნა და ასევე უნდა იყოს რეკომენდაციებიც. ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ შევხვდით ძალიან ბევრ ექსპერტს და ასევე აუცილებელია შეხვედრა დირექტორებთან. ჩვენ ვხვდებით ფაქტობრივად, თბილისის ყველაზე დიდი სკოლის დირექტორებს და მნიშვნელოვანია მათი აზრის მოსმენა, მანამდე, ვიდრე დაიდება დასკვნები და რეკომენდაციები. დაახლოებით 30 დირექტორი დაესწრება. მთავარი თემა იქნება სკოლებში უსაფრთხოება, ამასთან დაკავშირებული სერიოზული სისტემური პრობლემები და ასევე რეკომენდაციები, რომლებიც ჩვენ უნდა გავცეთ. ჩვენ ამჯერად მათგან მოვისმენთ მოსაზრებებს",- განაცხადა რატიანმა.

კითხვაზე, დღეს შეხვედრას ესწრებიან თუ არა 51-ე და პირველი ექსპერიმენტალური სკოლის დირექტორები, როგორც რატიანმა აღნიშნა, ამ შემთვევაში მათ უკვე გამოკითხეს ორივე სკოლის დირექტორი და მათთან ჰქონდათ უკვე შეხვედრები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა