საბავშვო ბაღებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე აცხადებს, რომ ბაღებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ იქნება.

როგორც გვანცელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ბაღების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც აცრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ბავშვის ბაღში მიღებისას აუცილებელი არ არის.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის თქმით, ბავშვის მშობელი ბაღში მიღებისას წარადგენს მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობას, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია იმის შესახებაც, გაკეთებულია აქვს თუ არა ბავშვს აცრა.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად და აქედან გამომდინარე, ჩვენთან სავალდებულო არ არის აცრები. თუმცა, როდესაც მშობელი არეგისტრირებს ბავშვს, მოეთხოვება ჯანმრთელობის ცნობა, სადაც აცრების ისტორიაც არის ასახული. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბაღში მუშაობს ჰიგიენისა და ჯანდაცვის კოორდინატორი, შესაბამისად, ყოველდღიური კონტროლიც მიმდინარეობს ამ კუთხით“,- განაცხადა გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის უფასოა, ხოლო 40 წელს ზემოთ პირს ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ მაშინ შეუძლია, თუ მას წითელათი დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა