გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს, თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის, ქერჩის, ვეკუას, ხიზაბავრის, თიანეთის, ხევძმარის, ვასაძის და ნოზაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, აბაშიძის, ფალიაშვილის, თაქთაქიშვილის, უნივერსიტეტის და ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონს, კერძოდ: დავით აღმაშენებლის გამზირის, ჩერნიშევსკის, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის და ჩიქობავას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ტრანსპორტის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის, ღრმაღელეს, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, თმოგვის, ზედაზენის, სააკაძის, რიონჰესის, ცოტნე დადიანის, ბენდელიანის, ჯავის, მოლითის, თორნიკე ერისთავის, არალეთის, გოგაშენის, ბჟოლეთის, ვაზიანის, ედისის, ზვარეთის, იფნევის, დვირის, კვერნაულის, ახალდაბის და ჟველაურის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა