ირაკლი კობახიძე - საქართველო თანმიმდევრულად მიიწევს წინ დასავლური ინტეგრაციის გზაზე, რაშიც გერმანია მის გვერდითაა

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო თანმიმდევრულად მიიწევს წინ დასავლური ინტეგრაციის გზაზე, რაშიც გერმანია მის გვერდითაა.

კობახიძის თქმით, " მთავარია, რომ ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენი რეფორმების განხორციელებაში".

"ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით. ვახორციელებთ იმ რეფორმებს , რომლებიც არის აუცილებელი იმისათვის, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის წევრი და ვთანამშრომლობთ კონკრეტული მიმართულებით, როგორც ნატო-ს კუთხით, ასევე ევროკავშირის კუთხით და ამ თანამშრომლობაში გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ერთად ვიხილეთ, რომ გერმანელი სამხედროები, ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებში, ესეც იყო მხარდაჭერის, თანადგომის მნიშვნელოვანი გამოხატულება. გერმანია არის საქართველოსთან ერთად. ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას და ეს თანადგომა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქალბატონი მერკელის ვიზიტმა და მისმა გზავნილებმა," -აღნიშნა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა