„კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

„კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია“ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საქმეზე განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას ითხოვს. როგორც ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნიკა კვერნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ასოციაცია მუშაობს, რათა შეხვედრა მიხეილ ბატიაშვილთან მომავალ კვირას შედგეს.

ნიკა კვერნაძის თქმით, ამ ეტაპზე უნივერსიტეტი ელოდება ავტორიზაციის საბჭოს დასაბუთებულ პასუხს თუ რატომ შეუზღუდეს მათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათთან არ მოხდა პასუხის მიღება ან პასუხი იქნება დაუსაბუთებელი, ასოციაცია მიიღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეეტილებას გავასაჩივროთ საქალაქო სასამართლოში თუ მივმართოთ ავტორიზაციის სააპელაციო საბჭოს. მიგვაჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი წლით სტუდენტების მიღება უსამართლოდ შეუზღუდა", - განაცხადა ნიკა კვერნაძემ.

ცნობისთვის, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს