ზაზა გაბუნიამ მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორთან შეხვედრა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორ შალვა კერესელიძესთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელიც გუბერნატორის ინიციატივით გაიმართა, განიხილეს საკითხები, რომლებიც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისათვის თემატურია, ასევე, საუბარი შეეხო მცხეთა-მთიანეთის მხარის პოტენციალს, დაგეგმილ რეფორმებს და რეგიონის განვითარების პერსპექტივებს.

ახალი სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე აცხადებს, რომ რეგიონში არსებული პრობლემების გადასაჭრელად საკანონმდებლო ხელისუფლების და კომიტეტის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ სამუშაო პროცესში კოორდინებულ კომუნიკაციაზე.

შეხვედრის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძეს კიდევ ერთხელ მიულოცა გუბერნატორის პოსტზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მას ახალ საქმიანობაში.

„ბატონი შალვა გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანია, რომელიც შესანიშნავად იცნობს რეგიონს და ზოგადად რეგიონულ საკითხებს. მცხეთა-მთიანეთის მხარე არა მხოლოდ ისტორიულადაა გამორჩეული, არამედ აქვს დიდი პოტენციალი და შესაძლებლობები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გააკეთებთ, რათა ხალხისა და მთავრობის ნდობა გაამართლოთ“, -აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

შეხვედრას რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი დაესწრნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა