შავი ზღვის უნივერსიტეტმა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა გადაიხადა და ავტორიზაციის საბჭოსგან სტუდენტების მიღების ნებართვას ითხოვს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული 712 000 ლარი, რომელთან დაკავშირებითაც სასამართლო დავა მიმდინარეობს, გადაიხადა.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ აცხადებს, თანხის გადახდა დღეს იმ მიზნით მოხდა, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების საშუალება მისცეს.

მისივე თქმით, თანხის გადახდის მიუხედავად, სახელმწიფოსთან ფინანსურ დავას მაინც გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

შავი ზღვის უნივერსიტეტმა საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა გადაიხადა და ავტორიზაციის საბჭოსგან სტუდენტების მიღების ნებართვას ითხოვს

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს