გრიგოლ ვაშაძე - ჯონ მაკკეინი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელიც ღიად გამოდიოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული ოპოზიციიდან აცნობეს, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ჯონ მაკკეინი გამორჩეული ლიდერი იყო, რომელიც ღიად გამოდიოდა რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

„ამერიკის პატრიოტი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ეს ადამიანი არ შეიძლება არ ყოფილიყო იმ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნების მოკავშირე და მეგობარი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. უმრავლესი ლიდერებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მას შესანიშნავად ესმოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რომ რუსეთის ფედერაციამ განიცადა მიმიკრია და ეს არავითარი „დემოკრატიული სახელმწიფო“ არ არის, არის საბჭოთა კავშირის მეორე გამოცემა და სხვა არაფერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმპერია აღადგინოს და ის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები, რომლებიც მას გაექცა, დასუსტების დროს უკან დააბრუნოს. ჯონ მაკკეინის ხმა, რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ და საერთოდ, დემოკრატიის და თავისუფლების დასაცავად, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა,“ -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი