შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ილიას ჩილოღლუ მოითხოვს, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები დღის ბოლომდე მოეხსნას. როგორც რექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ბოლო დღეა, რომ სტუდენტებმა არჩევანი გააკეთონ უნივერსიტეტის არჩევის თაობაზე. რექტორმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართა.

"გადავიხადეთ დავალიანება. ჩვენ ვითხოვთ შეისწავლონ ეს მდგომარეობა, რადგან დღეს არის ბოლო დღე სტუდენტების მხრიდან არჩევანის გაკეთების. აბიტურიენტებმა, რომლებმაც შემოხაზეს შავი ზღვის უნივერსიტეტი, ელოდებიან, როგორი პასუხი იქნება. ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური წერილი გადაწყვეტილების შესახებ, ამიტომ არ გვაქვს უფლება აპელაციის საბჭოს მივმართოთ",- განაცხადა რექტორმა.

ამასთან, უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს 18:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარის ოდენობით გუშინ დაფარა.

როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს