შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. ამ მიზნით მათ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში განცხადება შეიტანეს.

განცხადების შეტანამდე სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომელიც ცარიელი აუდიტორიის იმიტაცია იყო. ამ მიზნით სტუდენტებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ მერხები, სკამები და დაფაც მიიტანეს.

"ცარიელი აუდიტორიები ჩვენი უნივერსიტეტის დღის წესრიგში 10 სექტემბერს დადგება, თუ ჩვენ პირველკურსელები ვერ მივიღეთ. სტუდენტებმა პრემიერის სახელზე განცხადება შეიტანეს, რომელშიც ისინი პრემიერს ამ საკითხში უფრო აქტიურ ჩართულობას სთხოვენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პრემიერის შემდეგი ნაბიჯი ამ საკითხის დასმა და სტუდენტებთან შეხვედრა იქნება", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სალომე სუხიშვილმა.

მისივე თქმით, განათლების მინისტრთან შეხვედრამ შედეგი ვერ გამოიღო.

სტუდენტები უნივერსიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს 21 აგვისტოს შემდეგ აპროტესტებენ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ლარის ოდენობით რამდენიმე დღის წინ დაფარა.

როგორც ცნობილია, ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით, სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს