დოდო გუგეშაშვილი - ჩემი დაჭრისა და ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება ერთ წრეზე ტრიალებს

თადარიგის პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის თქმით, მასზე თავდასხმასა და მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტები - მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი ჩაერთვებიან. ამის შესახებ მან ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დოდო გუგეშაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე გამოძიება წრეზე ტრიალებს და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით, შესაძლოა, მან წინ წაიწიოს.

“ჩვენ ამ საქმეში ვრთავთ მაია ნიკოლეიშვილსა და ზაზა ალთუნაშვილს, როგორც დამოუკიდებელ ექსპერტებს, რომლებიც იმედია, რაიმე ახალს გვეტყვიან. მე ჯერჯერობით არ მაქვს საფუძველი ვისაუბრო, რომ რომელიმე დასკვნა არაკომპეტენტურია ან ამომწურავი არ არის, მაგრამ მაია ნიკოლაიშვილისა და ზაზა ალთუნაშვილის მაღალპროფესიონალური დონის გამო, იმედი მაქვს, რომ ისინი რაღაც ახალს მაინც აღმოაჩენენ საქმეში, რომელმაც შესაძლოა, გამოძიება ცოტა წინ წასწიოს. ახლა, სამწუხაროდ, ის ობიექტური მიზეზების გამო ერთ წრეზე ტრიალებს”,- აღნიშნა მან.

ამასთან, დოდო გუგეშაშვილი არ გამორიცხავს, რომ პირი, რომელმაც ის დაჭრა, მისი შვილი კი მოკლა, "მკვლელობის დამკვეთმა საქართველოდან გაიყვანა".

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 თებერვალს დიღმის მასივში დოდო გუგეშაშვილის შვილი მოკლეს, თავად დოდო გუგეშაშვილი კი დაჭრეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს