ხაშურში ტყის ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, საგანგებო სიტუაციების სამსახურის გადაწყვეტილებით, ადგილზე მეხანძრეების რაოდენობა გაორმაგდა

ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე ტყის ხანძარი ისევ მძვინვარებს. რთული რელიეფის გამო ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე დაახლოებით 10 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი.

მათივე ინფორმაციით, სამსახურმა მეხანძრე-მაშველთა რაოდენობა გაორმაგდა და ადგილზე უკვე 220 მეხანძრე მუშაობს. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ რთული რელიეფის გამო ადგილზე უფრო მეტად ცოცხალი ძალა მუშაობს.

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სურამიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, სოფელ ცედანთან ხანძარი გუშინ საღამოს გაჩნდა. ცეცხლი ფოთლოვან ტყეშია გავრცელებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს