ნადირობის სეზონის დაწყებიდან დღემდე უკანონო ნადირობის 112 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღების გამოყენების 112 ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან დღემდე ამოღებულია 89 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. "მანოკი", რომლითაც მოქალაქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა.

„ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან "მანოკი" არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები”, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა