სატყეო სააგენტოს უფროსი - ხაშურის ტყეში, ხანძრის ტერიტორიაზე იშვიათი სახეობის ხეები არ გვხვდება

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, თორნიკე გვაზავას ინფორმაციით, ხაშურში, სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ტყის ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში,მეხანძრე-მაშველების გარდა სატყეო სააგენტოს 80-მდე თანამშრომელიც მონაწილეობს.

მისივე ვარაუდით, ხანძრის ლოკალიზება სავარაუდოდ, დღეს საღამოს მოხდება.

„ხანძარი ალაგ-ალაგ ლოკაციებზეა გაჩენილი. ყველანაირად ვებრძვით, ლოკალიზაციისკენ ჯერ ვერ მივდივართ, მაგრამ საღამოსკენ ვფიქრობთ, მოვახერხებთ“, - აღნიშნა თორნიკე გვაზავამ.

მისივე ინფორმაციით, ტყეში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ძირითადად, წიფლის ჯიშის ხე-მცენარეებია გავრცელებული და იშვიათი სახეობის ხეები არ გვხვდება.

„ხეებს რაც შეეხება, ძირითადად, ძირნაყარი და ნარჩენი იყო და მაგას უკიდია ცეცხლი. ცეცხლის დიდი კერები არ არის, დაკვამლიანებაა. რაც შეეხება გამწვავების საფრთხეს, ეს ქარზეა დამოკიდებული, ამას ვერ ვიწინასწარმეტყველებ, უფრო ნათელი სურათი საღამოს გახდება ცნობილი. ძალიან რთული რელიეფია და სადამდეც ტექნიკა გაწვდება, იქამდე მიდის და შემდეგ ცოცხალი ძალა მუშაობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა.

თორნიკე გვაზავას ვარაუდით, ხანძარი შესაძლოა, როგორც ნადირობის სეზონის, ისე ადამიანის დაუდევრობის გამო გაჩნდა, თუმცა მისივე თქმით, რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს