საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ხაშურში ტყის ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებისთვის დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზებას ახდენს.

უწყების ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ტყის ხანძრების სპეცტექნიკის გაზრდილი რაოდენობა.

„ტყის ხანძრების სპეცტექნიკა რთულ რელიეფზე გადაადგილების ყველაზე ეფექტური საშუალებაა“, - აცხადებენ უწყებაში.

ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.

ვითარების გართულების შემთხვევაში, ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება ვერტმფრენი, თუმცა აღნიშნულ სამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს