ხაშურში ტყის ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა.

შალვა ხუციშვილი სტიქიის ადგილზე იმყოფება და სიტუაციას პირადად ეცნობა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის ორი კერა რჩება.

"კარგად იმუშავა წუხელ ადგილობრივმა თვითმმართველობამ და სატყეო სააგენტომ. შესაბამისი ტექნიკის მობილიზება მოხდა და გარკვეული დაზღვევის ზონები შექმნა, რათა ცეცხლი არ გავრცელებულიყო და მინდა დაგამშვიდოთ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ ბევრად ეფექტურად და სწრაფად მოხდეს ხანძრის ლიკვიდაცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შსს -სთან კონსულტაციის შემდეგ, რომ მათი ვერტმფრენი ჩაერთვება პროცესში. ვერტმფრენი უკვე გზაშია.

არის 2 კერა. ერთგან დალაგებულია ლოკალური ქსელი, რომელიც მეხანძრეებმა ერთ- ერთი მდინარიდან მიიყვანეს. მეორე ადგილი უფრო მიუვალია და იმისთვის, რომ მეხანძრეებსაც გავუფრთხილდეთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაერთოს ვერტმფრენი და მოხდეს ლიკვიდაცია.

მორიგე ჯგუფები დარჩებიან მაინც და დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს და ხვალ დილისთვის გვექნება კარგი სიტუაცია," - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ადგილზე რჩება 220 მეხანძრე-მაშველი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს