შალვა ხუციშვილი - მინდა დაგამშვიდოთ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტში სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

შალვა ხუციშვილის თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული ახალი ტექნიკაც.

"წუხანდელთან შედარებით საკმაოდ აქტიური მუშაობის შედეგად შემცირებულია კერების რაოდენობა. რამდენიმე აქტიური კერა არის უკვე ლიკვიდირებული. არის 2 კერა, სადაც მიმდინარეობს ლოკალიზაციის სამუშაოები, თუმცა იმის გამო, რომ სწრაფად იცვლის ქარი მიმართულებას, სრულ ლოკალიზებას ვერ ვაცხადებთ, მაგრამ საკმაოდ დიდი ცოცხალი ძალა და ტექნიკაა მობილიზებული და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ახალი ტექნიკა ჩაერთო და გვაჩვენა ამ ტექნიკამ, რომ საკმაოდ ეფექტურია და სწორად მოხდა ტექნიკის შეძენა. ამ ეტაპზე ერთ ვერტმფრენზე მეტის ჩართვის საჭიროება არ არსებობს," - განაცხადა ხუციშვილმა.

შალვა ხუციშვილმა ის მიზეზებიც განმარტა, თუ რატომ არ ეძლევათ ჟურნალისტებს ხანძრის კერებთან მისვლის საშუალება. ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მოხალისეებს მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ არ არსებობს პროცესში მათი ჩართვის საჭიროება.

"ადგილამდე ჟურნალისტების მიყვანა ვერ მოხერხდა. არის რთულად მისადგომი ტერიტორია. მაღალი გამავლობის ავტომობილებსაც უჭირთ ტერიტორიაზე მისვლა. არ იჭერს ტელეფონიც. შესაბამისად, ყველანაირ მასალას ჩვენ თავად გავავრცელებთ. არაფერი დამალული არ არის.

მადლობა მინდა გადავუხადო მოხალისეებს, თუმცა მათი ჩართვის საჭიროება არ არსებობს. სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ. დიდ საშიშროებას არ ველოდებით," - განაცხადა შალვა ხუციშვილმა და დასძინა: „მინდა დაგამშვიდოთ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“.

ცოტა ხნის წინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხაშურში გაჩენილი ტყის ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ვერტმფრენის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს