განათლების ხარისხის ცენტრის ავტორიზაციის საბჭო - შავი ზღვის უნივერსიტეტის ულტიმატუმი სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი არ არის

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს შეფასებით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტიმატუმი მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით, მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი არ არის.

როგორც საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, უნივერსიტეტის რექტორმა ზეპირი მოსმენის ფარგლებში თვითონ განმარტა, რომ ისეთ დოკუმენტებში, როგორიც არის დასკვნა ფინანსური ანგარიშების სისწორეზე და ბიზნეს უწყვეტობის გეგმა, უნივერსიტეტმა განზრახ არ ასახა სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან არ სურდა მისი ფინანსური პრობლემების შესახებ საჯაროდ ყოფილიყო ცნობილი.

„როგორც ავტორიზაციის საბჭოს განცხადებებიდან ირკვევა, ზეპირი მოსმენის ფარგლებში დაწესებულების რექტორმა განმარტა, რომ ისეთი დოკუმენტები, როგორიც არის დასკვნა ფინანსური ანაგრიშების სისწორეზე და ბიზნეს უწყვეტობის გეგმა საჯაროდ ქვეყნდებოდა უნივერსიტეტის ვებგვერდზე, უნივერსიტეტმა განზრახ არ ასახა სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან არ სურდა მისი ფინანსური პრობლემების შესახებ საჯაროდ ყოფილიყო ცნობილი. მისივე თქმით, ეს იყო უნივერსიტეტის პოტენციური მყიდველების მოთხოვნა.

რექტორის განმარტებითვე, დაწესებულებამ მხოლოდ ფორმალურად შეადგინა ბიზნეს უწყვეტობის გეგმა. აღნიშნული მოთხოვნა გულისხმობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან მის წინაშე არსებული გამოწვევების და რისკების შეფასებას და შესაბამისი გეგმის შემუშავებას პროცესების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.

ზემოთ აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენს ავტორიზაციის სტანდარტების მოთხოვნას, არის საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტები, რომელითაც დაწესებულებამ უნდა მოახდინოს სწორი ინფორმაციის კომუნიკაცია საზოგადოებასთან“, - ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ავტორიზაციის საბჭო არის კოლეგიური ორგანო, რომლის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი ავტორიზაციის დებულებით განისაზღვრება. ამასთან, მათივე განცხადებით, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

„ამასთან, კანონით გარანტირებულია საბჭოს ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და სახელმწიფო ორგანოებისაგან.

რაც შეეხება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტიმატუმს რიგგარეშე სხდომის მოწვევასა და მიღებული გადაწყვეტილების გადახედვასთან დაკავშირებით, მსგავსი მოთხოვნა არ არის მოქმედ სამართლებრივ ჩარჩოსთან შესაბამისი. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილებას. სააპელაციო საბჭოს მიერ საკითხის განხილვის წინაპირობა არის დაწესებულების მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააპელაციო საჩივრის წარდგენა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს