ხაშურში ტყის ხანძრის ლოკალიზების პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში, ტყის ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. შსს-ს ვერტმფრენი სტიქიის პერიმეტრზე პირველ გადაფრენას ამ წუთებში ახორციელებს.

„ამ დროისთვის 220 მეხანძრე-მაშველი მუშაობს ხანძრის ლოკალიზებაზე. გუშინ საღამოდან მიმდინარე ინტენსიური სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგად, ცეცხლის კერების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, კვლავ რჩება რამდენიმე აქტიური კერა, სადაც ცეცხლის ლოკალიზებას ქარი აფერხებს, თუმცა, ამ წუთებში ვერტმფრენი ერთვება ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში და ვფიქრობ, სტიქიასთან ბრძოლა უფრო ეფექტურ შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანში ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ დამატებითი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მობილიზება მოახდინა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს