შალვა ხუციშვილი - სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება - გარდატეხას ხვალ დილისთვის ველოდებით, რათა საბოლოოდ განვაცხადოთ ხანძრის ლოკალიზებაზე

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გარდატეხას ხვალ დილისთვის ველოდებით, რათა საბოლოოდ განვაცხადოთ ლოკალიზებაზე , - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცედანის ტყეში გაჩენილი ხანძრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

შალვა ხუციშვილის თქმით, ხანძრის ადგილზე ამ ეტაპზე ღია კერები აღარ არის, თუმცა არის დაკვამლიანება.

„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ვერტმფრენი ჩართულია. ასევე ყოველ 15 წუთში ხდება დრონებით სიტუაციის მონიტორინგი. ახლა განხორციელდება როტაცია, თბილისიდან ჩამოვა ცვლა, რომელიც შეეცვლება ამ ადამიანებს ვინც მუშაობს. აქტიურ კომუნიკაციაშია ყველა უწყება. ჩართულია როგორც მეტყევეები და შსს თავისთავად ვერტმფრენით, ასევე თვითმმართველობა და გუბერნია. დიდი სამუშაო გასწია სპეცტექნიკამ, რომელთაც ბუფერული ზონები გააკეთეს.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და გარდატეხას ხვალ დილისთვის ველოდებით რათა საბოლოოდ განვაცხადოთ ლოკალიზებაზე", - განაცხადა ხუციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ადგილზე 220 მეხანძრე მაშველია მობილიზებული ხოლო, ხვალ დილით დაემატება ორი ახალი სპეცტექნიკა.

რაც შეეხება ვერტმფრენს, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საგანგებო შტაბი ხვალ გადაწყვეტს მისი ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართვის აუცილებლობას.

„შტაბი რჩება ადგილზე და ხვალ გადაწყდება ვერტმფრენი გააგრძელებს თუ არა სამუშაოს. ამ ეტაპზე ღია კერები არ არის, დაკვამლიანება არის“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ახალი კადრები ხანძრის ეპიცენტრიდან - ხაშურში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს