გუბერნატორი - ხანძართან დაკავშირებით ვითარება სტაბილურია, თუმცა შესაბამისი ძალები მთელი ღამის განმავლობაში სრული შემადგენლობით იქნებიან მობილიზებული

ვითარება ამჟამად სტაბილურია, თუმცა შესაბამისი ძალები მთელი ღამის განმავლობაში სრული შემადგენლობით იქნებიან მობილიზებული, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ხაშურის მინიციპალიტეტის სოფელ ცედანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გუბერნატორი იმედოვნებს, რომ ცეცხლის ქრობის პროცესში ხვალ გარდამტეხი დღე იქნება.

„ვითარება ამჟამად სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. თუ როგორ განვითარდება პროცესები, ყველაფერი დამოკიდებულია ბუნებრივ პირობებზე. რელიეფი საკმაოდ რთულია და ცეცხლის კერები რთულად მისადგომ ადგილზეა, მაგრამ ამ დროისთვის კერები შეიძლება ითქვას ლოკალიზებულია და შემოფარფლულია თხრილებით. გავრცელების საფრთხე არ ივარაუდება.

საგანგებო შტაბის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთო ვერტმფრენი, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი გართულებები.

ღამის განმავლობაში სრული შემადგენლობით რჩებიან ძალები. შსს-მ ჩართო დამატებით ცოცხალი ძალა. ასევე ადგილზე რჩება სამაშველო და სახანძრო ჯგუფები. ერთობლივი მუშაობით იმედი გვაქვს, რომ ხვალ გარდამტეხი დღე იქნება“, - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს