სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ვერტმფრენმა დილიდან განაახლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანის ტყეში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ვერტმფრენმა დილიდან განაახლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღეს იგეგმება სამუშაოებში ორი სახანძრო-მანქანის დამატება და ჯამში ადგილზე 17 სახანძრო მანქანა იმუშავებს.

„განხორციელდა მეხანძრეების როტაცია, თუმცა ადგილზე კვლავ 220 მეხანძრე რჩება. ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ვიმედოვნებთ, რომ დღეს გვექნება ცეცხლის ლოკალიზება. ცეცხლის ქრობის პროცესში საკმაოდ ეფექტიანად იმუშავა ტყის ახალმა მანქანებმა, რომლებიც რთულ რელიეფზე გადაადგილდებიან და ცოცხალ ძალას წყლით ამარაგებენ“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-კაციანი ჯგუფი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს