სამირა ისმაილოვა - "ქართული ოცნება" ბოლნისის რაიონში საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას ცდილობს

გაერთიანებული ოპოზიიციის "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენლის სამირა ისმაილოვას განცხადებით, "ქართული ოცნება" ცდილობს ბოლნისის რაიონში საპრეზიდენტო არჩევნები გააყალბოს.

როგორც ისმაილოვამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თამარ ჟვანია და "ქართული ოცნება" ერთობლივად გეგმავენ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, ამისთვის კი კონკრეტულად ბოლნისის რაიონის საოლქო კომისიის სამ წევრს: ვიქტორ ისიანს, მანანა კობახიძეს და შმაგი სვანიძეს იყენებენ.

რაც შეეხება კონკრეტულად მანანა კობახიძეს, ისმაილოვას ინფორმაციით,

ის დასაქმებულია ბოლნისის მერიის სოციალურ სამსახურში და ზეგავლენას ახდენს იმ მოსახლეობაზე, რომლებიც სოციალური სამსახურის დახმარებით სარგებლობენ. მისი თქმით, მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თუ "ქართულ ოცნებას" მხარს არ დაუჭერენ საპრეზიდენტო არჩევნებზე, სოციალური დახმარება მოეხსნებათ.

"თამარ ჟვანია არის "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარებელი, რაც გამოჩნდა არამხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით და ამის მაგალითები არსებობს. კერძოდ, იმის თუ როგორ ატარებენ "ქართული ოცნების" ინტერესებს რაიონების დონეზე, ადგილზე აკომპლექტებენ საოლქო კომისიებს. დღეს ვსაუბრობ ბოლნისის შემთხვევაზე, როგორ იგებენ ტენდერებს და როგორ იყენებენ თავიანთ პოზიციებს ის ადამიანები,რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სამსახურებში.ისინი სწორედ იმიტომ არიან წარმოდგენილები ბოლნისის საარჩევნო კომისიაში, რომ დაიცვან "ქართული ოცნების" ინტერესები. მაგალითად, ბოლნისის რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივი წევრია ვიქტორ ისიანი,რომლის მეუღლეც ფიქრია მიქელაძე ფლობს კომპანიას "THE BEST GOOD"-ს. ეს ქალბატონი კომპანიის დამფუძნებელი და 100%-ის მეწილეა. აღნიშნული კომპანია დაფუძნდა 2013 წელს, წინა საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ამ ქალბატონის კომპანია მონაწილეობს მუდმივად ადგილობრივ ტენდერებში და ბოლნისის მუნტიციპალიტეტიდან დაფინანსებას იღებს სხვადასხვა საქმიანობისათვის.ჩვენ რეესტრიდან ამოვიღეთ ის ტენდერები, რომელიც მას აქვს მოგებული. საუბარია გამარტივებულ შესყიდვაზე, პირდაპირი ხელშეკრულებით აძლევენ მას ტენდერებს და ჯამში ბოლო წლების განმავლობაში მოგებული ტედერები შეადგენს 98 947 ლარს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" აფინანსებს ამ კომპანიებს და შემდეგ ოჯახის წევრები, რომლებიც წარმოდგენილები არიან ადგილობრივ ოლქებში, არიან არჩევნების გამყალბებლები ბოლნისის რაიონში.

ასევე ბოლნისის მერიის სოციალურ სამსახურში დასაქმებულია მანანა კობახიძე, რომელსაც პირდაპირ წვდომა აქვს ყველა სოციალურად დაუცველ ადამიანზე. ეს პირველი არჩევნები არ არის, როდესაც კობახიძე პირდაპირ ზეწოლას ახდენს იმ ოჯახებზე, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.ეს ადამიანი საარჩევნო ოლქში კომისიის წევრადაა წარმოდგენილი.

გარდა ამისა, მუნიცილაპიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია შმაგი სვანიძე, რომელიც "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებთან და ადგილობრივ დეპუტატებთან დაახლოებული პირია. ესენი არიან ის მთავარი პირები, რომლებიც ატარებენ ბოლნისში არჩევნებს და სააყრდენი არიან "ქართული ოცნების",- განაცხადა სამირა ისმაილოვამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია