ავღანეთში ავიადარტყმების შედეგად „თალიბანის“ ორი მეთაური მოკლეს

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ზაბულის პროვინციაში ავიადარტყმების შედეგად რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ორი მაღალი თანამდებობის მეთაური მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ პროვინციის პოლიციის უფროს მოჰამად მუსტაფა მაიარზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკულმა გამანადგურებელმა ქალაქ კალათში მდებარე თალიბების პოზიციებზე მიიტანა იერიში, სადაც რადიკალების ორი მეთაური - მულაჰ ასადი და მულაჰ სანგარი გაანადგურა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს