სულხან სალაძე - ხელშეკრულება, რომელსაც საზმაუწყებლის ხელმძღვანელობა 150 თანამშრომელს სთავაზობს, უფრო მათ გათავისუფლებას ემსახურება

ეს დოკუმენტი თავისი არსით უფრო ემსახურება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვიდრე ახალ შრომით პირობებს, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" იმ თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელთაც ხელშეკრულება ეცვლებათ.

სალაძის თქმით, საია მზადაა, აღნიშნულ 150 თანამშრომელს სურვილის შემთხვევაში, სამართლებრივი დახმარება გაუწიოს.

"სამწუხაროდ, ის მოლოდინი, რომ ეს დოკუმენტი იყო ტიპიური და პრაქტიკულად, შეთავაზება ყველასთვის იყო ერთნაირი, გამართლდა. ამ შეთავაზებით მაუწყებლის მენეჯმენტი არ იღებს არანაირ ვალდებულებას, რომ ერთხელ მაინც დაავალებს მათ უფლებამოსილების შესრულებას. ეს დოკუმენტი თავისი არსით უფრო ემსახურება ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას, ვიდრე ახალ შრომით პირობებს. იმედია, დღეს მენეჯმენტი უფრო მეტ განმარტებას გააკეთებს ამ თემაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ, რომ თუკი ეს ადამიანები არ დათანხმდებიან ამ შეთავაზებას და გადაწყვეტენ სამართლებრივ დავაში შევიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციასთან, მზად ვართ მათ სამართლებრივი დახმარება აღმოვუჩინოთ", -განაცხადა სალაძემ.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ მიიღეს შეტყობინება, რომ ისინი საათობრივ ანაზღაურებაზე გადადიან, ხოლო თუ ამ შეთავაზებას არ დათანხმდებიან, კონტრაქტი შეუწყდებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა