ნინია კაკაბაძე - საჭიროა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის კომუნიკაცია შედგეს და თანამშრომლებმა იცოდნენ, რატომ ათავისუფლებენ მათ

საჭიროა თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის კომუნიკაცია შედგეს და თანამშრომლებმა იცოდნენ, თუ რატომ ათავისუფლებენ მათ, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბორდის ორი წევრი ნინია კაკაბაძე და ქეთი მსხილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს შეხვდნენ, რომელთაც ანაზღაურების ახალი სისტემის ამოქმედების შესახებ შეტყობინება მიუვიდათ.

"სამეურვეო საბჭო მენეჯმენტის გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა და ვერ შეცვლის, თუმცა შეუძლია უფრო მეტად იყოს ინფორმირებილი. არა მხოლოდ მაუწყებელში ასევე ქვეყანაში დიდი პრობლემაა კომუნიკაცია. არავინ უარყოფს, რომ შეიძლება მოხდეს ოპტიმიზაცია და თანამშრომლების დათხოვნა, თუმცა ნებისმიერ თანამშრომელს უნდა აუხსნა თუ რატომ ათავისუფლებ მას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა უნდა მივაღწიოთ, რომ კომუნიკაცია შედგეს და თანამშრომლებმა იცოდნენ ცვლილებების მიზეზი", - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს