საზოგადოებრივ მაუწყებელთან არხის თანამშრომლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან არხის თანამშრომლების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის მიუღებელია ის პროცესები, რაც არხის მენეჯმენტმა თანამშრომელთა გათავისუფლების მიმართულებით დაიწყო.

"თუ რამე კარგად არ ხდება ტელევიზიაში, ეს პირველ რიგში, არის მენეჯმენტის ბრალი, მაგრამ ამას არავინ განიხილავს. ისინი პირდაპირ გადასულები არიან თანამშრომლების გათავისუფლებაზე. მოვითხოვთ შეხვედრას, როგორც სამეურვეო საბჭოსთან, ასევე მივმართავთ პრემიერს, პრეზიდენტს და სახალხო დამცველს - ჩვენ მოვითხოვთ შეჩერდეს თანამშრომლების გათავისუფლების პროცესი," - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

აქციის მონაწილეებს ტელევიზიის შენობასთან მიტანილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის: „შეწყდეს თანამშრომლების უმიზეზოდ გათავისუფლება“.

საქმე ეხება 150-მდე თანამშრომლისთვის ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემის შეთავაზებას. დასაქმებულების აზრით, მათ სამსახურიდან გაშვებას უპირებენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს