ვასილ მაღლაფერიძის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლების ნაწილთან შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრა თანამშრომლების ნაწილის შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებას შეეხება.

შეხვედრას ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, ესწრებიან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტის წარმომადგენლებიც. შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობს.

როგორც მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, მათ აცნობეს, რომ საათობრივი ანაზღაურება ექნებათ.

მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის შეფასებით, ანაზღაურების ახალი, საათობრივი სისტემა ბუნდოვანია და გაურკვეველია.

შეგახსენებთ, რომ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გამოვლინდა, რომ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან სამსახურში დასწრება არის უაღრესად დაბალი, ნაწილს კი უფიქსირდება მოკლე დროის მონაკვეთით გამოცხადება. ამასთან, განცხადების მიხედვით, თანამშრომლების გარკვეული რაოდენობა სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდა, რისი დამადასტურებელი მონაცემებიც არსებობს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ განცხადებით, გამოიკვეთა, რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები/ცვლები არაეფექტიანად და არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს