ნინო ზაუტაშვილი - დღეს ვასილ მაღლაფერიძეს უნდა შევხვედროდი, თუმცა სასწრაფო შვებულება აიღო

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" პროფკავშირების წევრები და თანამშრომლების ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება. როგორც მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, დღეს მას არხის დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესთან უნდა ჰქონოდა შეხვედრა, რომელმაც შვებულება აიღო.

"ძალიან საოცარი კომენტარები გვესმის. მოცემულ ეტაპზე გენერალურმა დირექტორმა სასწრაფო შვებულება აიღო. დღეს, 14:00 საათზე, ვასილ მაღლაფერიძესთან უნდა მქონოდა შეხვედრა, სამწუხაროდ, ეს შეხვედრა ვერ შედგა ასეთი გაუგებარი მიზეზის გამო. დღეს ვიკრიბებით პროფკავშირის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბედი და სამოქმედო გეგმას დავსახავთ. ეს გადაწყვეტილება მინდა ისეთ ადამიანებთან ერთად იყოს შეჯერებული, ვისაც მაღალი კვალიფიკაცია აქვს მართვისა და მედიასთან ურთიერთობის დარგში", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

მანვე ბორდთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

"ამ ბორდს არანაირი მექანიზმი არ აქვს, კანონით გაწერილი აქვს, მაგრამ ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას", - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!