მამუკა ბახტაძე ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო მის ოჯახს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის, ივანე კუპრაძის დაღუპვის გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„სამწუხაროდ, სამძიმრით უნდა დავიწყო, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ, - გუშინ ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა ჩვენი მოქალაქე, ივანე კუპრაძე, ბორჯომი-ხარაგაულის ნაკრძალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ის იყო გამორჩეული და თავდადებული რეინჯერი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბრაკონიერებისგან იცავდა ბორჯომის ამ უნიკალურ ნაკრძალს. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ ივანე კუპრაძის ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებსა და კოლეგებს,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერმა მტავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა