ადვოკატი - ირაკლი ნადირაძის საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ველოდებით

ირაკლი ნადირაძის საქმეზე ველოდებით გამამართლებელ განაჩენს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატის ირაკლი ნადირაძის ადვოკატმა გიორგი ჟამუტაშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადასცემენ მათ ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტაციას და ვიდეომასალას, რაც ირაკლი ნადირაძის უდანაშაულობას ადასტურებს.

„ირაკლი ნადირაძეს ედავებიან სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს, რაც ნიშნავს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას, თითქოს ირაკლი ნადირაძე ხელს უშლიდა გარკვეული პირის დაკავებას, რასაც ადგილი არ ჰქონია. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი ვიდეო მტკიცებულებები, სადაც ნაჩვენებია, რომ ირაკლი ნადირაძეს არც წინააღმდეგობა გაუწევია პოლიციელებისთვის და არც ვინმეს დაკავებაში შეუშლია ხელი. შესაბამისად გვგონია, რომ მოსამართლე გამამართლებელ განაჩენს მიიღებს და შეწყდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება“, - განაცხადა გიორგი ჟამუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 11 ივნისს, ქაშვეთის ეკლესიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი და აქციის მონაწილე რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებიდან საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ნადირაძე ხელწერილით გაუშვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა