საქართველოს და სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართა

ქალაქ პრეტორიაში, საქართველოს და სამხრეთ აფრიკის საგარეო უწყებებს შორის მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთს სამინისტროდან აცნობეს, მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლება და კულტურა. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო არენაზე მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის თემატიკას და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი ვახტანგ ჯაოშვილი, ხოლო სამხრეთ აფრიკის დელეგაციას - საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე იოლისა მაია.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს და სამხრეთ აფრიკას შორის მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციების მე-4 რაუნდი 2019 წელს, ქ. თბილისში გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა