"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წევრი - „საზოგადოებრივ მაუწყებელში" რეორგანიზაციის პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს

"საზოგადოებრივ მაუწყებელში" რეორგანიზაციის პროცესი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წევრმა მამუკა ანდღულაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" თანამშრომლებთან და პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"არაერთხელ აღინიშნა, რომ რეორგანიზაცია უნდა ჩატარდეს, თუმცა, ეს უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე პროცესი. წინასწარ უნდა იყოს გაწერილი კრიტერიუმები თუ რის საფუძველზე მოხდება ცალკეული თანამშრომლების შეფასება", - განაცხადა მამუკა ანდღულაძემ.

ამასთან, როგორც მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარემ ნინო ზაუტაშვილმა განაცხადა, მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესი შესაძლოა შეეხოს უფრო მეტ ადამიანს. ზაუტაშვილის თქმით, სამეურვეო საბჭოსა და პარლამენტის მიმართ მოთხოვნა იქნება, რომ შემუშავდეს შრომის პოლიტიკა.

"ჩვენ აუცილებლად დავიცავთ სუბორდინაციას, რომ იმ ადამიანებმა და იმ უწყებებმა შეძლონ ჩვენთვის პასუხის გაცემა, რომლებსაც ევალებათ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მონიტორინგი, ესაა სამეურვეო საბჭო. შემდეგ პარლამენტში გადავინაცვლებთ. თავისთავად ცხადია საზოგადოებასთან აქტიური მუშაობა იქნება.

მოთხოვნა იქნება შრომის პოლიტიკის შემუშავება. შრომის პოლიტიკის გარეშე ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება სამართლებრივადაც არასწორია და ამორალური საქციელია. სამეურვეო საბჭოს მონიტორინგის ვალდებულება აქვს", - განაცხადა ზაუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი რამდენიმე ათეულ თანამშრომელს ანაზღაურების ახალ - საათობრივ პირობებს სთავაზობს. ხელშეკრულებებში აღნიშნული ცვლილებების თაობაზე მათ შეტყობინება 30 აგვისტოს მიიღეს. არხის თანამშრომლების ეს ნაწილი ეჭვობს, რომ მენეჯმენტს მათი გათავისუფლება აქვს გადაწყვეტილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს