გიგი უგულავა - ტაილანდელი ადამიანი ვნახე, სალომე ზურაბიშვილზე კარგად საუბრობდა ქართულად - მას არ აქვს განცდა, რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად - მას განცდა არ აქვს, რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებშიც. მისივე თქმით, აღნიშნული კანდიდატის მხარდაჭერა არ სურთ მმართველ პარტიაში მყოფ პოლიტიკოსებსაც.

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის, დაახლოებით 30%-ს სალომე ზურაბიშვილის დანახვა არ უნდა. შეიძლება ის არ არის კრიტიკულად განწყობილი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ზურაბიშვილის დანახვა არ უნდათ. სალომე ზურაბიშვილი სამარცხვინოა როგორც პრეზიდენტი. გუშინ ტაილანდელი ადამიანი ვნახე, რომელიც მასზე კარგად საუბრობდა ქართულად, განცდა არ აქვს რა ქვეყანაში უნდა გახდეს პრეზიდენტი და მთავარი, წარმოიდგინეთ, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დადის ყველა ქვეყნის სხვა პრეზიდენტებთან და ამბობს, ჩემმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე დაიწყოო ომი. ჩემი, ბაქრაძის და მიშას ზიზღს არ უნდა გადააყოლო ამ ქვეყნის ფუნდამენტი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა