8 სექტემბერს ბოლო ვადაა, როდესაც საინიციატივო ჯგუფს და პარტიას შეუძლია საპრეზიდენტო კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით ცესკოს მიმართოს

8 სექტემბერს არის ბოლო ვადა, როცა საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია მიმართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის 39 კანდიდატს აქვს მიმართული ცესკოსთვის.

"8 სექტემბერს არის ბოლო ვადა, როდესაც საინიციატივო ჯგუფს და რეგისტრირებულ პარტიას შეუძლია მომართოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით. ამ ეტაპზე 39 მომართვაა, მათგან 20 არის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ხოლო დანარჩენი 19 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატია. სამართლებრივად, 8 სექტემბრის შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა წარმოდგენილი იყოს ხელმოწერები. ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა რეგისტრაციაში გაატარებს პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატებს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის ხელმოწერებიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კანონმდებლობასთან", - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ამ 39 კანდიდატიდან ჯერჯერობით მხოლოდ 4-ია რეგისტრირებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა