დავით უსუფაშვილი - შეიძლება დაცვა სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს და არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში მიდგომაშია საქმე

ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან. თავისთავად, დაცვაში არ არის საქმე, მიდგომაშია საქმე, - ასე ეხმაურება პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, პრეზიდენტისთვის სიცოცხლის ბოლომდე პერსონალური დაცვის გაუქმების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.

უსუფაშვილის თქმით, პრობლემა არა დაცვის გაუქმებაში, არამედ იმ

დროშია, როცა მმართველმა გუნდა ეს გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ეს საზოგადოებაში გზავნილია, რომ პრეზიდენტებს "რაღაც არ ეკუთვნით".

"ამ ყველაფერში ყველაზე მთავარია პროექტის შეტანის დრო - როდის? საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაა გახურებული და ხელისუფლება თვლის, რომ მორიგ ჯერზე უნდა გააგზავნოს სიგნალი საზოგადოებაში, რომ ეს პრეზიდენტები ცოტა არ იყოს არ არიან კარგი ხალხი და ამიტომ, არ ეკუთვნით რაღაც. ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან. თავისთავად, დაცვაში არ არის საქმე, მიდგომაშია საქმე. თორემ საერთოდ ყველას გავუუქმოთ დაცვა რა პრობლემაა, დავიცვათ ერთმანეთი, შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც იქნება უსაფრთხოება. პრობლემა იმაშია, რომ ამ კონკრეტული ნაბიჯით კიდევ ერთი გზავნილია საზოგადოებაში არასწორი მიმართულებით",- განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება. უქმდება “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში არსებული ჩანაწერი, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა