ირანის პრეზიდენტი - სირიის საკითხის დარეგულირებაში აშშ-სგან რაიმე პოზიტიური როლი მოსალოდნელი არ არის

სირიის საკითხის დარეგულირებაში აშშ-სგან რაიმე პოზიტიური როლი მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ თეირანში რუსეთისა და თურქეთის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მშვენივრად გვესმის, რომ ამერიკელები არაკანონიერად იმყოფებიან სირიის ტერიტორიაზე და მხოლოდ აგრესიისა და ექსტრემისტების მხარდაჭერით არიან დაკავებულნი. მათგან რაიმე პოზიტიური როლი სირიის საკითხის დარეგულირებაში მოსალოდნელი არ არის“, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

ჰასან რუჰანის თქმით, აშშ-ს მიერ სირიის საქმეებში უკანონო ჩარევა „არ შეესაბამება არც ერთ საერთაშორისო წესს“.

„ამერიკელების სირიაში ყოფნა მხოლოდ ამწვავებს პრობლემებს და სირიაში მდგრად მშვიდობას ართულებს“, - აღნიშნა მან.

ჰასან რუჰანიმ ასევე ისაუბრა ისრაელზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელმა სირიის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს.

„საერთაშორისო რეზოლუციებისა და სირიელი ხალხის მოთხოვნების თანახმად, ისრაელის საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სირიის ოკუპირებული ტერიტორიები“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა