ლინას ლინკევიჩუსი - რონალდ ასმუსმა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრას უწოდა „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“, მაგრამ, მართლა შეძრა?

აწ გარდაცვლილმა რონალდ ასმუსმა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შეჭრას უწოდა „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“, მაგრამ, ნუთუ მართლა შეძრა? - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

„მას შემდეგ, რაც რუსეთი საქართველოში ვერ შეაკავეს, რუსეთმა ცინიკურად და უკანონოდ მოახდინა უკრაინის ნახევარკუნძულის ყირიმის ანექსია და დონბასში კი სისხლისღვრა გააჩაღა. ახლა რუსეთი შემდგომ ნაბიჯებს დგამს აზოვის ზღვაზე კონტროლის დასამყარებლად, ხოლო საქართველოში კი მცოცავი ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსია გრძელდება“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლინას ლინკევიჩუსის თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო ნორმებისა და წესების აშკარა დარღვევას, იზრდება მათი რიცხვი, ვინც მხარს უჭერს რუსეთთან მიმართებაში ახალი პოლიტიკის გამომუშავებას და რუსეთში ღირებულ პარტნიორს ხედავს კომპლექსური გამოწვევების გადასაჭრელად“.

„ვიდრე რუსეთთან მიმართებაში ამ გულუბრყვილობისგან არ განვიკურნებით და არ დავინახავთ ვითარებას, როგორც არის და შესაბამისად თუ არ მოვიქცევით, მაშინ ყველაფერი ისტორიის გამეორებით დასრულდება. ჩვენ ამას უბრალოდ ვერ დავუშვებთ“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა