ამ დროისთვის ცესკოს პრეზიდენტობის 42-მა მსურველმა მიმართა

ცესკოს განცხადებით მომართა 42-მა საარჩევნო სუბიექტობის მსურველმა, მათგან 4-მა კანდიდატმა უკვე გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ცესკოში ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია.

"დღეს, 18:00 საათზე იწურება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მომართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, მომართვის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვება. ხელმოწერები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმეცე დღისა, ეს არის 18 სექტემბერი, ხოლო ხელმოწერების შემოწმება სრულდება კანონმდებლობით არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა და არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა ხდება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებაც. ამ ეტაპზე ცესკოს განცხადებით მომართა 42-მა საარჩევნო სუბიექტობის მსურველმა, მათგან 23 წარდგენილია საინიციატივო ჯგუფის, ხოლო დანარჩენი პოლიტიკური პარტიების მიერ. დღეის მონაცემებით, 4-მა კანდიდატმა უკვე გაიარა შესაბამისი რეგისტრაცია", - განაცხადა მიქელაძემ.

იხილეთ ვიდეო: ცესკოს პრეზიდენტობის 42-მა მსურველმა მიმართა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა