ნინო ბურჯანაძე „იბერიას“ შესახებ - საზოგადოება სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე ყველა ტელევიზიის დასაცავად

ვთვლი, რომ საზოგადოება ყველა ტელევიზიის დასაცავად სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე, იმის მიუხედავად, მოგწონს თუ არა ეს ტელევიზია, ვინაიდან, ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მიეცეს, უკვე მედისაშუალებებითაც გადაუკეტოს ადამიანებს ინფორმაციის მიიღების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბუჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ტელეკომპანია „იბერიაში“ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ბურჯანაძის თქმით, ტელევიზიაში განვითარებული პროცესების უკან ხელისუფლება დგას, რომელიც ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის მონოპოლიზაციას ცდილობს.

„ამის უკან დგას ხელისუფლება, რომელსაც სურს, რომ ქვეყანაში, აბსოლუტურად ყველაფრის სრული მონოპოლიზაცია მოახდინოს. მას უნდა, რომ ხელში ჰქონდეს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, პარლამენტი, მთავრობა, მედია, სასამართლო და პროკურატურა. ამის თაობაზე ვაფრთხილებდი როგორც საზოგადოებას, ასევე ყველა მედიასაშუალებას. ვამბობდი, რომ აუცილებლად მოვა ყველა იმ მედიასაშუალების დრო, რომელიც მეტ-ნაკლებად დამოუკიდებლად მაუწყებლობს. ასე, რომ ჩემთვის ეს ინფორმაცია გასაკვირი ნამდვილად არ არის. ვთვლი, რომ საზოგადოება ყველა ტყელევიზიის დასაცავად სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ეს ტელევიზია. ფეხზე უნდა დადგეს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს საშუალება არ მიეცეს, უკვე მედისაშუალებებითაც გადაუკეტოს ადამიანებს ინფორმაციის მიიღების შესაძლებლობა. ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ძალიან დიდი ნაბიჯებით მიდიან იმ გზით, რა გზაზეც იდგა „ნაციონალური მოძრაობა“ და დაამთავრებენ ზუსტად ისე, როგორც დაამთავრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. უბრალოდ, ამაში დასანანი და სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანა კარგავს ბევრ დროს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა